logo_geo
eng_logo
მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
- +

21 აგვისტო. 2021. 10:55

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში, საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა  პრევენციის ფონდის  ორგანიზებით,  ჩატარდა  აქცია  „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“

 

აქცია განახორციელა  კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა.

 

აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ადგილზე გაეცნო.

 

აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციებს აწარმოებდნენ, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის  სხვადასხვა პროფილის, მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი,  გინეკოლოგი,  უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი,  ნევროპათოლოგი,  ოფთალმოლოგი,  ენდოკრინოლოგი  და  რადიოლოგი.

 

მოქალაქეებს ჩაუტარდათ  უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სხვა გამოკვლევები. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით უფასოდ გაიცა  მედიკამენტები.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო სამედიცინო აქცია პერიოდულად იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner