ექსპერტი თავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი ექს-ჩინოვნიკების იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება.
„ენ-ჯე-ო“-შნიკებმა კრამერმა და კელიმ თავისი უაზრო განცხადებებით კვლავ შეგვახსენეს თავისი არსებობა. საკუთარ ქვეყანაში „აშშ-ის ნომერ პირველი პარტნიორი“ - ავღანეთი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნეს, პრეზიდენტი - ამერიკულ სკოლებში გოგოების ტუალეტებში, ტრანსგენდერების არდაშვებაზეა აღშფოთებული, ვიცე-პრეზიდენტს ვერ პოულობენ კომენტარებისთვის და ქაბულში სრული ბარდაკია - რითი უნდა დაკავდე ამ დროს? მართალია - „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების თემით, იმის გამო რომ „დასავლეთს ზურგს უქცევს და მოსკოვის ორბიტაზე“" იქაჩება. ამას უკვე ორბიტალური არა - გალაქტიკათაშორისო შიზოფრენია ჰქვია“, - წერს ქართველიშვილი facebook-გვერდზე.