-
+
21 აგვისტო. 2021. 16:37
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ძმა ჰაშმათ ღანი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია „თალიბანის“ Twitter-გვერდზე გავრცელდა.
60 წლის ჰაშმათ ღანი 2002 წლიდან „კუჩის (ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი) უზენაეს საბჭოს“ თავმჯდომარეობს. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობს კონგლომერატ „The Ghani Group“-ს, რომელიც კერძო და სახელმწიფო კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.