logo_geo
eng_logo
„თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქაბულში ჩავიდა
- +

21 აგვისტო. 2021. 17:40

 

 

„თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქაბულში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

 

მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქაბულში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარადარი მოძრაობის სამხედრო მეთაურებთან, ყოფილი მთავრობის წევრებთან და რელიგიურ ლიდერებთან გამართავს შეხვედრას, ავღანეთში ახალი სამთავრობო სტრუქტურის ფორმირებისთვის.

 

ცოტა ხნით ადრე, მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დაჯგუფების იურიდიული, რელიგიური და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას უახლესი კვირების განმავლობაში წარადგენენ. ოფიციალური პირის თქმით, ახალი სტრუქტურა შედარებით ზომიერი ხასიათის იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner