logo_geo
eng_logo
მარტვილის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

21 აგვისტო. 2021. 18:13

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე ქ. მარტვილში წყალარინების სისტემებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ექსპლუატაციის პროექტი განიხილეს.

 

შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის  სამსახურების თანამშრომლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროექტის ფარგლებში, მარტვილის წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების ქსელის, მაგისტრალური და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

 

პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მარტვილის ჩამდინარე წყლების არსებული მდგომარეობა, რის შედეგადაც თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე, ნიადაგის დაბინძურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner