დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. BBC-ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებები ჩინეთში "დიდი ოცეულის" სამიტზე მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა გააკეთეს.
ეკონომისტების თქმით, გასულ თვეში ჩატარებულმა რეფერენდუმის გამო მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროცესი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დიდი ოცეულის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის უახლოესი მოკავშირე იქნება.
„რეალობა ის არის, რომ გაურკვეველი მდგომარეობა ევროკავშირთან მოლაპარაკების დასრულებამდე გაგრძელდება", - განაცხადა გაერთიანებლი სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.
"დიდი ოცეულის" სამიტზე ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებში ტერორიზმის საფრთხე, მიგრანტთა კრიზისი და გეოპოლიტიკური კონფლიქტებიც დასახელდა.