უცხოური მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ ათენში, კერძოდ პატისიონის გამზირზე 38 წლის პაკისტანელი დააკავა, რომელსაც ინტერპოლი, არც მეტი არც ნაკლები, 14 წლის განმავლობაში ეძებდა.
ის განსაკუთრებით სასტიკი დამნაშავეა, რადგან 2007 წელს პაკისტანში მამაკაცი (ასევე პაკისტანელი) დაუნდობლად მოკლა, შემდეგ, როგორც ჩანს, საბერძნეთში ჩასვლა შეძლო და მთელი ამ წლების მანძილზე თავისუფლად გადაადგილდებოდა.
ის თავდაპირველად ოფიცრებმა საეჭვო ქცევის გამო შემოწმების მიზნით გააჩერეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ის ძებნილი სასტიკი დანაშაულისთვის იყო. თუ ვისთან ჰქონდათ საქმე.
38 წლის პაკისტანელმა სამ თანამზრახველთან ერთად მკვლელობა ჩაიდინა, თავი კი საბერძნეთს შეაფარა, სადაც 14 წლის შემდეგ დააპატიმრეს.