logo_geo
eng_logo
ვინ არის ბაკურიანში დაღუპული 25 წლის ბიჭი
- +

21 აგვისტო. 2021. 21:47

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილი სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში ნახეს. ის 25 წლის ამურ შველიძე იყო.

 

მომხდარზე გამოძიება შსს-ს 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული, მისი ოჯახი კი მკვლელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 25 წლის კაცს ემუქრებოდნენ.

 

„სამხრეთ კარიბჭის“ ცნობით, გარდაცვლილი ზესტაფონიდან, კერძოდ შროშის მუნიციპალიტეტიდანაა. იგი მეუღლესთან ერთად ბაკურიანში 6 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა.

 

სამცხე–ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, 25 წლის კაცს ჭრილობა გულ-მკერდის, არეში ცეცხლსასროლი იარაღით, სავარაუდოდ იარაღის მიბჯენით ჰქონდა მიყენებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner