ავტორი ნაგი კუპრაძე
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ორმხრივ კოორდინაციას ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორც ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, მათი პოზიციაა, რომ ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტები ავღანეთთან დაკავშირებით.
მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ საჭირო პირობების შექმნის შემთხვევაში თურქი სამხედროები ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ.