logo_geo
eng_logo
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

22 აგვისტო. 2021. 00:32

 

 

„თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა“, -  ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 71 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას ათი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner