logo_geo
eng_logo
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითად მოსიარულე დაშავდა
- +

22 აგვისტო. 2021. 00:55

 

 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით სენაკში, კლინიკა „სენამედში” , მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner