ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი პოლიტრავმით სენაკში, კლინიკა „სენამედში” , მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.