logo_geo
eng_logo
კახი კალაძე: ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს
- +

24 ივლისი. 2016. 14:25



"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა, რომ  ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

კალაძემ აღნიშნა, რომ თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა.



ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება თანაბრად დაცული. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, უნდა იყოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო ერთნაირად იაზროვნებს, მერწმუნეთ, რომ წარმოუდგენელი იქნება ქვეყნის განვითარება, წინსვლა",-განაცხადა  კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner