ავღანეთში მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგნელები ქვეყანაში დარჩებიან. მათ შორის სააგენტოები, რომელბიც გაერო-სთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან. ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისი იუწყება.
ავღანეთში დღეისთვის 300-მდე უცხოელი და 3 000-მდე ადგილობრივი თანამშრომელია, რომელიც საერთო ჯამში 150-მდე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია.
ამასთან, გერმანული გამოცემა „იუნისეფზე“ დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციას დარჩენა და მუშაობის გაგრძელება თავად „თალიბანმა“ სთხოვა.