მარსელში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პირველი თავდასხმა შუაღამისას მარსელის მე-14 უბანში მოხდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ერთი მამაკაცი მეოთხე უბანში მოკლეს. ის თავდამსხმელებმა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს და ის ავტომობილი გადაწვეს, რომელშიც მსხვერპლი იმყოფებოდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო.