logo_geo
eng_logo
რუსეთის ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლა შესაძლოა, აეკრძალოს
- +

24 ივლისი. 2016. 14:27



შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმსრულებელი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის ნაკრებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაკეთდება. 


რუსეთის ნაკრებს რიო-დე-ჟანეიროში გამოსვლა შესაძლოა, აეკრძალოს.

„დეილი მეილის" მიხედვით, სანდრო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 387-ივე რუს სპორტსმენს დასჯის და რიოს ოლიმპიადაზე არ დაუშვებს, რომელიც 5-21 აგვისტოს ბრაზილიაში გაიმართება.


გამოძიების შედეგად, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რეკომენდაცია მისცა რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვას.
ოლიმპიური სოფელი, რომელშიც სპორტსმენები იცხოვრებენ, რიოში უკვე გაიხსნა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner