81 წლის ასაკში ლიხტენშტეინის პრინცის ჰანს-ადამს II-ის მეუღლე, პრინცესა მარია გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა.
ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
პრინცესა მარია 1940 წელს, გრაფის ოჯახში პრაღაში დაიბადა. 1967 წელს კი ჰანს-ადამს II-ზე იქორწინა.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.