logo_geo
eng_logo
„თალიბანის“ წინააღმდეგ მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება მოძრაობასთან მოლაპარაკების სურვილს გამოთქვამს
- +

22 აგვისტო. 2021. 15:32

 

 

„თალიბანის“ წინააღმდეგ მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება მოძრაობასთან მოლაპარაკების სურვილს გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ ხანგრძლივი ბრძოლისთვისაც მზად არის.

 

„ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის“ პრესსპიკერის თქმით, აჰმად მასუდის 9 000-მდე მებრძოლი ჰყავს შემოკრებილი და ისინი პანჯშირის ხეობაში არიან გამაგრებული.

 

„ჩვენ მზად ვართ, ჩამოვაყალიბოთ ინკლუზიური მთავრობა „თალიბანთან“ პოლიტიკური მოლაპარაკების გზით. თუმცა, მიუღებელია ავღანეთის მთავრობის ფორმირება ექსტრემისტული ფორმით, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ ავღანეთს, არამედ მთლიანად რეგიონსა და მსოფლიოს“, – განუცხადა გამოცემა ალ-შარქ ალ-ავსასთს, თავად აჰმად მასუდიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner