logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს
- +

22 აგვისტო. 2021. 17:40

 

 

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს“,- ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

 

„ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს.

 

ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან NATO-ს ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე, თუმცა, კონკრეტული წინადადებები არ წარუდგენია.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს, კანცლერი დღეისათვის არსებულ რეზულტატს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და „ნორმანდიულ ფორმატში“ ახალი სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

 

ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მარინსკის სასახლეში შედგა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner