logo_geo
eng_logo
ხობში „ქართულ ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს
- +

24 ივლისი. 2016. 14:42


 

ხობის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ბუკია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.



მინდა წარმოგიდგინოთქართული ოცნების" კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა, და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად",- განაცხადა  კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

"ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების და ამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც სხვათაშორის ბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner