logo_geo
eng_logo
ბექა ვაჭარაძე: გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული იყოს
- +

22 აგვისტო. 2021. 17:55

 

 

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან- თორნიკე კირთაძესთან, ნიკოლოზ იზორიასთან, ოლეგი ნაჭყებიასთან და მალხაზ ფოჩხუასთან ერთად აკაკის, კრატასიუკის, კოსტავასა და ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

 

ფოთის მერობის კანდიდატის თქმით, ამ უბნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემია, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 300 სტუდენტი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო სივრცეებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში პროფესიულ საზღვაო განათლებას მიიღებს.

 

„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, ყველა უბანი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული. მიუხედავად დიდი პროგრესისა, არაერთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქალაქი. მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულია წყალარინების სისტემის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები. დისკუსიის რეჟიმში მიმოვიხილეთ პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ჩვენს გუნდს ანდობს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ფოთის განვითარების შეუქცევად პროცესს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner