ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შეხვდა.
“ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შევხვდი .
ამ სოფლებში დაიგო, ათწლეულების მანძილზე დაზიანებული, სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, აღდგა ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საავტომობილო მიმოსვლა. სრულად რეაბილიტირდა და საჭირო რესურსით აღიჭურვა ასევე სოფელ ზედავანის საბავშვო ბაღი ,სოფელ ტყელვანში კი აღდგა გზის 6 კილომერტიანი საფარი.
ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია დიასამიძე წარვადგინე”,- აცხადებს გოგორიშვილი.