logo_geo
eng_logo
ბელგია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუციას განიხილავს
- +

24 ივლისი. 2016. 15:25



„იტარ-ტასის" ინფორმაციით, ბელგიის პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუციას განიხილავს. აღნიშნული საკითხის განხილვა ზაფხულის შვებულებების დასრულებისთანავე იგეგმება.

რეზოლუციის ავტორის ალდო კარკასის განმარტებით, საკითხს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს.


„რეზოლუციის მიზანი ბელგიის ხელისუფლებისთვის ევროკავშირში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოსვლის უფლებამოსილების მინიჭებაა,"-განაცხადა  კარკასიმ.


ივლისის დასაწყისში რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას კვიპროსის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. რეზოლუცია 33-მა დეპუტატმა დაამტკიცა, 17-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სანქციები კონტრპროდუქტიული გახდა და უკრაინაში ვითარების დარეგულირებას ხელი არ შეუწყო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner