„ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატი ძეგვისა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა.
დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამით წარუდგა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კვახაძეც. ზურაბიშვილი ამომრჩეველთან ურთიერთობის მთავარ სტრატეგიად გულწრფელობას ირჩევს და ხალხს ერთობისკენ მოუწოდებს.