logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, „თალიბანი“ ამნისტიას უცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება
- +

23 აგვისტო. 2021. 11:28

 

 

ორგანიზაცია „თალიბანი“ ამნისტიას უცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს, მათ შორის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება და ცხოვრება.

 

აღნიშნულის შესახებ პაკისტანურ ტელევიზია Geo TV-სთან ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენელმა ხალილ ურ-რაჰმან ჰაქანიმ განაცხადა.

 

ჰაქანის თქმით, „თალიბანსა“ და ყოფილ პრეზიდენტ აშრაფ ღანის შორის „მტრობა“ არ არსებობს და ზოგადად, ავღანეთში მცხოვრებ ყველა ეროვნებას შეუძლია ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner