logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა
- +

23 აგვისტო. 2021. 13:24

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის 11 დღეში დაცემას არავინ ელოდა.

 

„ძალიან რთული იყო ზუსტი პროგნოზირება. ყველაფერი ეს დაახლოებით 11 დღის განმავლობაში მოხდა. არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

ლოიდ ოსტინის თქმით, შეფასებები, რომელსაც ის თალიბების მიერ ქაბულის აღებამდე გაეცნო, ავღანეთის მთავრობის დაცემას რამდენიმე თვეში ან ერთ-ორ წელიწადში ითვალისწინებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner