აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის 11 დღეში დაცემას არავინ ელოდა.
„ძალიან რთული იყო ზუსტი პროგნოზირება. ყველაფერი ეს დაახლოებით 11 დღის განმავლობაში მოხდა. არავინ ელოდა, რომ ავღანეთის მთავრობა 11 დღეში დაეცემოდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ლოიდ ოსტინის თქმით, შეფასებები, რომელსაც ის თალიბების მიერ ქაბულის აღებამდე გაეცნო, ავღანეთის მთავრობის დაცემას რამდენიმე თვეში ან ერთ-ორ წელიწადში ითვალისწინებდა.