logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის ელჩთან, რან გიდორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

23 აგვისტო. 2021. 13:25

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

 

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობას და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს აჭარის ეკონომიკური და საინვეტიციო პოტენციალი, ისრაელსა და აჭარის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ტურიზმის სფეროში. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კოვიდის მართვასთან დაკავშირებით.

 

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ბათუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner