logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
- +

23 აგვისტო. 2021. 14:19

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც „Ростелеком“-თან, „Московский комсомолец“-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ბრძანება თავად პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომები 12 რუსულ კომპანიას შეეხება. ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner