logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: თამარ სანიკიძე დარჩება ჩვენთან
- +

24 ივლისი. 2016. 15:38



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მოქმედი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, თამარ სანიკიძე ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს.

როგორც ჯეჯელავამ განაცხადა,  ამჟამად ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. 

მე და თამარ სანიკიძე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. საუბარია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა. ქალბატონი თამარი უახლოეს დღეებში ჩაუდგება სამსახურს და ახლა გვარდება ტექნიკური საკითხები. მე მიხარია, რომ, როგორც პრეცედენტი, ყოფილი და მოქმედი მინისტრები, გააგრძელებენ თანამშრომლობას და ისეთი ძვირფასი მენეჯერული რესურსი, როგორიც არის თამარ სანიკიძე, დარჩება ჩვენთან", - განაცხადა  ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner