logo_geo
eng_logo
ვალდის დომბროვსკისი: მდგრადი უკრაინის გარეშე მდგრადი ევროპა ვერ იქნება
- +

23 აგვისტო. 2021. 15:26

 

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ მდგრადი უკრაინის გარეშე მდგრადი ევროპა ვერ იქნება.

 

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

 

„ყირიმი უკრაინაა. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ყირიმის არაკანონიერი ოკუპაციის დასრულებისა და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნების კუთხით“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა.

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინამ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე.

 

„უკრაინა განაგრძობს რეფორმების იმპლემენტაციას. ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე უკრაინის მხარდაჭერას. 2014 წლიდან უკრაინის რეფორმებისთვის ევროკავშირმა 60 მილიარდი ევრო გამოყო. რა თქმა უნდა, მდგრადი უკრაინის გარეშე მდგრადი ევროპა ვერ იქნება“, - აღნიშნა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner