აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „Pfizer“-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა
-
+
23 აგვისტო. 2021. 19:23
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „Pfizer“-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
„Pfizer“-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მსგავსი სტატუსი მიიღო მარეგულირებლისგან.
აქამდე „Pfizer“-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში „Pfizer“-ის ვაქცინის 240 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა.
წყარო :