logo_geo
eng_logo
ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა
- +

24 ივლისი. 2016. 15:46



უცხოური მედია იუწყება, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

პოლიციის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 35 ადამიანი. 


ცოტა ხნით ადრე გავრცელებული მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 14, დაშავებულთა რიცხვი კი 20 შეადგენდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner