logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ
- +

23 აგვისტო. 2021. 23:23

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი მომენტია პანდემიასთან ბრძოლაში.

 

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მილიონობით ამერიკელიდან, ვინც განაცხადა, რომ ვაქცინას არ მიიღებდა მანამ, სანამ სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მას სრულად არ დაამტკიცებდა, გაცნობებთ, რომ ეს უკვე მოხდა. ის მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, უკვე დადგა. დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია.

 

„ვაქცინაცია უფასო, მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერებმა ვაქცინის მონაცემების ასობით ათასი გვერდი შეაფასეს. Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფოლა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე უსაფრთხოდ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთისთვის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ვაქცინაციისადმი დამატებითი ნდობა შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner