logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილი: ყველა რაღაც დიდი რეალითი შოუს ნაწილები ვართ და ჩვენს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის
- +

24 ივლისი. 2016. 16:16



მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ჟურნალ „OK"-ისთან  თავის ცხოვრების სტილზე და ჰოლივუდში მის ყოფნაზე ისაუბრა.

 

 

 

„რიანა დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი. სხვათაშორის, ბევრი ძველი ფოტო დევს ინტერნეტში. მას მერე ძალიან გავიზარდე. რიანასთან ერთად გადაღებული ფოტო ძალიან ძველია.

 

მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავიცანი, მასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა არ მქონდა. მოგვიანებით New York Fashion Week-ზე შევხვდით და სწორედ ამის შემდეგ დამპატიჟა Diamond Ball- ზე. ეს კერძო საქველმოქმედო წვეულებაა. მართალია, ერთმანეთს ყოველდღე არ ვხვდებით და მიმოწერა არ გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია ჰოლივუდში, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად მხვდება.

 

ის იდუმალება, რაც მაიკლ ჯექსონის დროს იყო, როდესაც არტისტის პირადი ცხოვრება ფარდის უკან რჩებოდა, დღეს დაკარგულია. თითქოს ყველა რაღაც დიდი რეალითი შოუს ნაწილები ვართ და ჩვენს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ადამიანებს აღარ ჰყოფნით მხოლოდ ჩვენი შემოქმედება. მათ ჩვენი პირადი ცხოვრების დეტალები სჭირდებათ. სოციალურ ქსელშიც ყველაზე მეტ მოწონებას პირადული ფოტოები იმსახურებს და არა რომელიღაც CD-ს ქავერი.

 

დიდ დროს ვატარებ სპორტდარბაზში. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ჩემთვის ამაში ბევრად დიდი ფილოსოფია დევს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა. გუნდური მუშაობა, გამძლეობა, მოთმინების უნარი, ტკივილის გადატანა და დისციპლინა - ამ ყველაფერს დარბაზში ვსწავლობ და ყოველთვის მეხმარება", - ამბობს ბერა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner