logo_geo
eng_logo
დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე დღეს იმსჯელებენ
- +

24 აგვისტო. 2021. 10:37

 

 

დიდი შვიდეულის ლიდერები დღეს ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ. კერძოდ, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, განხილვის თემა იქნება ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციისთვის ვადის 31 აგვისტოს შემდეგ გახანგრძლივება. ასევე დიდი შვიდეულის ლიდერები იმსჯელებენ, აღიარონ „თალიბანის“ მთავრობა, თუ სანქციები დაუწესონ მას.

 

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადისა და იაპონიის ლიდერები მოლაპარაკებებს ონლაინკონფერენციის რეჟიმში გამართავენ. მოლაპარაკებებს დიდი შვიდეულის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს.

 

დიდი შვიდეულის შეხვედრამდე ავღანეთის საკითხი ბორის ჯონსონმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეფონით განიხილეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner