logo_geo
eng_logo
განო მელითაური შესაძლოა ტელეეკრანს დაუბრუნდეს
- +

24 ივლისი. 2016. 16:17



მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაურმა სამომავლო გეგმებზე განაცხადა, რომ სამსახურზე საინტერესო შემოთავაზებები აქვს და შეიძლება სექტემბრიდან ტელევიზიას დაუბრუნდეს.



„ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებული ვიყო, რომ ახალი ძალებით შევეჭიდო ცხოვრებას.

 

აქამდე მომავლით არასდროს მიცხოვრია. ყოველთვის ვცდილობ, დღეს ვიყო კარაგად და დღეს დავიჭირო ყველა წამი.

 

ვფიქრობ, რომ მომდევნო დღეების მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ ქმედებებზე.

 

მაგისტრატურაზე სწავლის პირველი წელი დავასრულე, ძალიან კარგი ნიშნებით დავხურე და რაღაც პატარ-პატარა სიახლეებიც არის ჩემს ცხოვრებაში.

 

სამსახურზე საინტერესო შემოთავაზებები მაქვს. შესაძლოა, სექტემბრიდან ტელეეკრანს დავუბრუნდე. ამის გარდა, ერთ-ერთი კლინიკის პიარი ჩამაბარეს", - ამბობს განო მელითაური. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner