logo_geo
eng_logo
ტენესის შტატში წყალდიდობის შემდეგ მაშველები ათობით დაკარგულს ეძებენ
- +

24 აგვისტო. 2021. 11:14

 

 

ტენესის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შემდეგ მაშველები ათობით დაკარგულს ეძებენ. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე 21 ადამიანი.

 

მსხვერპლთა შორის არიან შვიდი თვის ტყუპები. ჰამფრისის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რაიონში ეძებენ 40-მდე ადამიანს. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. მაშველები სამძებრო ოპერაციაში ძაღლებს იყენებენ.

 

ტენესის გუბერნატორი, ბილ ლი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის პირველადი შეფასების შემდეგ ფედერალურ მთავრობას საგანგებო დახმარებისთვის მიმართავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner