logo_geo
eng_logo
ბაკურ ავსაჯანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
- +

24 აგვისტო. 2021. 11:30

 

 

ყაზბეგის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

 

ყველა სოფელთან აქტიური ურთიერთობა ,  მოსახლეობის ჩართულობით პრიორიტეტული და პრობლემური საკითხების განსაზღვრა, გონივრულ ვადაში მათი მოგვარების, შედეგზე ორიენტირებული გამოსავლის  პოვნა და ქმედითი ნაბიჯების განხორციელებაა ის მთავარი საკითხები რასაც ამ ეტაპზე  მერობის კანდიდატი  ადგილობრივებთან ერთად განიხილავს .

 

„ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების  მოსახლეობასთან  ყოველდღიურად ვმართავათ შეხვედრებს .  .

 უშუალო გარემოში  განვიხილავთ მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს, არსებულ  პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს.

 დიალოგში მოსახლეობის და მით უფრო ახალგაზრდების  აქტიური ჩართულობა იმედს მაძლევს, რომ ერთობით  ღირსეულად გავაგრძელებთ ტრადიციებს,  წინსვლას და განვითარებას.

მინდა იცოდეთ, მხნეობას მმატებს ის გარემო და მოცემულობა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ,

 ხალხი რომელიც მხვდება და ის გულწრფელობა რასაც მათთან  შეხვედრისას ვგრძნობ.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ  მხარდაჭერისა და თანადგომისთვის რომელსაც მოხევეებისგან  და ჩვენი გუნდისგან ვგრძნობ“, - აცხადებს ყაზბეგის  მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner