logo_geo
eng_logo
უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გამოეყვანა
- +

24 აგვისტო. 2021. 12:58

 

 

უცნობმა პირებმა გაიტაცეს ქაბულის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

 

„ფაქტობრივად, ჩვენ თვითმფრინავი მოგვპარეს - უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner