logo_geo
eng_logo
Foreign Policy: „თალიბანი“ ავღანეთის სამართავად 12-კაციანი საბჭოს შექმნას გეგმავს
- +

24 აგვისტო. 2021. 15:01

 

 

„რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის სამართავად 12-კაციანი საბჭოს შექმნას გეგმავს.“, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში ყველაზე გავლენიანები „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი, მოძრაობის დამფუძნებლის შვილი ომარა მუჰამედ იაკუბი და ტერორისტული დაჯგუფება „ჰაქანის ქსელის“ წევრი ჰალილ ალ-რაჰმან ჰაქანი.

 

„თალიბებს არ სურთ ქვეყანაში პრეზიდენტის ან სხვა ერთპიროვნული ლიდერის თანამდებობის აღდგენა, თუმცა მზად არიან, წინა მთავრობის რამდენიმე წევრს მინისტრების თანამდებობები შესთავაზონ, რათა „მაქსიმალურად ინკლუზიურები“ გამოჩნდნენ“, - აცხადებენ გამოცემის წყაროები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner