logo_geo
eng_logo
ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნება
- +

24 ივლისი. 2016. 17:01



ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნება",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა.


მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, თბილისის შემდეგ ზუგდიდში გავხსნით ტექნოლოგიურ პარკს, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავორობო რეზიდენცია დაეთმობა. ამით ყველაზე მეტად ახალგაზრდები უნდა დაინტერესდნენ. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებასაც შეძლებენ",- აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება დამწყებ ბიზნესს, წაახალისებს და დააფინანსებს ახალ იდეებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner