logo_geo
eng_logo
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
- +

24 აგვისტო. 2021. 16:07

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

 

მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner