logo_geo
eng_logo
ლატვიაში აუცრელ დეპუტატებს სესიაზე მხოლოდ PCR-ტესტით შეუშვებენ
- +

24 აგვისტო. 2021. 16:56

 

 

ლატვიაში აუცრელი დეპუტატები პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მხოლოდ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ერთხმად ლატვიის სეიმის პრეზიდიუმისა და ფრაქციების საბჭომ ერთხმად მიიღო.

 

სეიმის თავმჯდომარის, ინარა მურნიეცეს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებისა და სამართლის ექსპერტების რეკომენდაციით იყო ნაკარნახევი. სამართლის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ლატვიის კონსტიტუცია დეპუტატებისგან ტესტის ნეგატიური პასუხის მოთხოვნას არ კრძალავს.

 

დეპუტატების უმრავლესობას კოვიდსერტიფიკატები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ან კოვიდი აქვთ გადატანილი, ან იმუნიზაციის სრული კურსი აქვთ გავლილი.

 

ლატვიის სეიმი მუშაობას 2 სექტემბრიდან განაახლებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner