logo_geo
eng_logo
CNN: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ
- +

24 აგვისტო. 2021. 19:37

 

 

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც ბერკეტი შეიძლება გამოიყენონ, რათა „თალიბანი“ აიძულონ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მხარს უჭერს „თალიბანის“ მიმართ ერთიანი მიდგომის შემუშავებას.

 

ჯერჯერობით „თალიბანი“ ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

 

დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner