logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა, დარწმუნდა, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს
- +

24 აგვისტო. 2021. 20:20

 

 

“წინა არჩევნებზეც, როდესაც ახალი იყო ეს ვირუსი, ხელისუფლებამ და ცესკო-მ მოახერხა, ისე ჩაეტარებინათ არჩევნები, რომ არსებული რეგულაციები ყველანაირად ყოფილიყო დაცული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა, დარწმუნდა, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

 

„ზოგადად, რა თქმა უნდა, რთული ეპიდვითარებაა, თუმცა, მსგავსი სიტუაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში და გარკვეულწილად შეეგუა სამყარო იმას, რომ რამდენიმე ტალღა ვირუსისა, მათ შორის, მოდიფიცირებული და შეცვლილი შტამების სახით, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ვრცელდება ქვეყნებში. წინა არჩევნებზეც, როდესაც ახალი იყო ეს ვირუსი, ხელისუფლებამ და ცესკო-მ მოახერხა, ისე ჩაეტარებინათ არჩევნები, რომ არსებული რეგულაციები ყველანაირად ყოფილიყო დაცული. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ეს გამოცდილება უკვე დაგროვილია, საუბარი იმაზე, რომ არჩევნების დღე გადაიდოს, არის ზედმეტი. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ თუ დავაკვირდებით, რა არის ამის ქვეტექსტი,  ჯამურად, ახლა რასაც ვისმენთ, ეს არის სუფთა კაპიტულაცია ოპოზიციის მხრიდან. მას შემდეგ, რაც თბილისიდან და ცენტრიდან გადაინაცვლეს რეგიონებში, კიდევ უფრო კარგად გაერკვნენ იმ განწყობებში, რომელიც არსებობს მოსახლეობაში და დარწმუნდნენ, რომ მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ახლა ხავსს ეჭიდებიან და ცდილობენ სხვა და სხვა ასეთი ხრიკით გადაავადონ ის მარცხი, რომელსაც ისინი იწვნევენ 2 ოქტომბერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner