logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაა, 2024 წლისთვის სასამართლო სისტემა გამართული იყოს
- +

24 აგვისტო. 2021. 20:53

 

 

“რეფორმების მიმართ ერთგულებას ჩვენ ვადასტურებთ. ზოგადად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაა, რომ 2024 წლისთვის სასამართლო სისტემა იმდენად გამართული იყოს, რომ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე სპეკულაციის საფუძველი არც კი არსებობდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 

მან კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაზე გააკეთა.

 

„მიკროფინანსური დახმარებას რაც შეეხება, საუბარია სესხზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს და მას პირდაპირი კავშირი 19 აპრილს დადებულ შეთანხმებასთან არ აქვს. აღნიშნულ სესხს საქართველო ეტაპობრივად იღებს და ხელშეკრულებითაა განსაზღვრულია გარკვეული ინდიკატორები. ეს ინდიკატორები გასულ წელს, სექტემბერში, არჩევნებამდე განისაზღვრა, მაგალითად, რამდენიმე რეფორმის განხორციელება, „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მიღება და ეს უკვე შესრულდა. საქართველოს პარლამენტმა კანონი სამი მოსმენით ზაფხულში მიიღო. კიდევ არის რამდენიმე კანონი და რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება და თავისთავად, ამ ინდიკატორებს ჩვენ დროულად ვასრულებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, შარლ მიშელის თქმით, მიკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების მიმართ ერთგულება გამოავლინოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner