logo_geo
eng_logo
„რედისონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

24 ივლისი. 2016. 17:04



თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "რედისონთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ, რომლის შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა. 

შემთხვევის შედეგად მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner