ალჟირმა მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შესახებ ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამტან ლამამრამ განაცხადა.
„ალჟირმა მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ისტორია ცხადყოფს, რომ მაროკოს სამეფოს არასდროს შეუწყვეტია ალჟირის წინააღმდეგ მტრული მოქმედებების განხორციელება“, - აღნიშნა მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გასულ კვირას, ალჟირმა მაროკო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ორი ტერორისტული მოძრაობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა, აბდელმაჯიდ თებუნმა მაროკოსთან ურთიერთობების გადახედვის განკარგულება გასცა.