logo_geo
eng_logo
USA TODAY/Suffolk University-ის გამოკითხვა: ავღანეთში განვითარებული კრიზისის ფონზე, ჯო ბაიდენის რეიტინგი 41%-მდე დაეცა
- +

25 აგვისტო. 2021. 01:27

 

 

ავღანეთში განვითარებული კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 41%-მდე დაეცა. აღნიშნულს USA TODAY/Suffolk University-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

 

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 55%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა.

 

რაც შეეხება ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, გამოკითხულთა 62%-მა არ მოიწონა ის, თუ როგორ წარმართა ჯო ბაიდენმა აღნიშნული პროცესი.

 

ამასთანავე, გამოკითხვაში მონაწილეთა დაახლოებით 82%-მა განაცხადა, რომ ავღანეთის საკითხი მათთვის ძალიან ან გარკვეულწილად მნიშვნელოვანია.

 

USA TODAY/Suffolk University-ის გამოკითხვა 19-23 აგვისტოს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასმა ზრდასრულმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 3.1%-ს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner